საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება, დახურულ სივრცეში ტარება კი ისევ სავალდებულოა.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნებული იქნება”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.