28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე შეიზღუდება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

მოქმედი რეგულაციით გადაადგილებაზე შეზღუდვა 22 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებდა.