28 თებერვალს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს მოუსმენენ. ინიციატორი საქართველოს პარლამენტია.
თემა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა იქნება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშებს გააცნობს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარლამენტში ელჩს უსმენენ. 2023 წლის 12 ოქტომბერს საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.