18 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას 28 წლის ქალი დაიღუპა.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშნიკის განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ფასტოვის რაიონში დრონების იერიშის შედეგად დაინგრა საწყობი და სამეურნეო შენობა. გარდა ამისა, რაიონის სამედიცინო ცენტრში გაჩნდა ხანძარი.