სულხან თამაზაშვილს, დავით თამაზაშვილსა და ვაჟა სიარაძე გენერალ-მაიორის უმაღლესი წოდება მიენიჭათ

პუბლიკა

სულხან თამაზაშვილს, დავით თამაზაშვილსა და ვაჟა სიარაძე გენერალ-მაიორის უმაღლესი წოდება მიენიჭათ. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემ განკარგულებები 30 მაისს გამოსცა. 

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, დავით თამაზაშვილი შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელია, ხოლო ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

კიდევ ერთი განკარგულებით, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება.