29 გარდაცვლილი, 2 844 ახალი შემთხვევა | 9 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 042 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 814 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%. გარდაიცვალა 29 პაციენტი.

8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.01%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 607, ქვემო ქართლი – 154, შიდა ქართლი – 147, გურია – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 368, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.