29 იანვარი | 18 274 ახალი შემთხვევა და 41 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 18 274 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 145 508.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.67%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა – 1 833, იმერეთი – 2 277, ქვემო ქართლი – 1 024, შიდა ქართლი – 932, გურია – 308, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი – 367, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 74.