29 იანვარს გადაწყდება, პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა Pfizer-ის ვაქცინას ლიმიტირებული რაოდენობით | გამყრელიძე

პუბლიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რეალური სივრცის“ ეთერში განაცხადა, რომ 29 იანვარს გადაწყდება, პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინას.

„29 იანვარს გადაწყდება ჩვენ პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობას Pfizer-ის ვაქცინის. დაახლოებით 40 მილიონი, ევროპის ქვეყნებს და განასაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც ჩვენ შევდივართ, Pfizer-მა  მისცა სამედიცინო პერსონალის ასაცრელად.

ახლა 29-ში იხილება ჩვენთან. სახელმწიფოს მომართა COVAX-მა, რამდენიმე პირობა იყო იქ დასაკმაყოფილებელი. ამ პირობებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ. 29-ში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ევროპის ყველა ქვეყანას ვერ აძლევენ და აქედან შეარჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ აკმაყოფილებს…“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო იმ 13 ქვეყანას შორისაა, რომლებიც ყველა პირობას აკმაყოფილებენ, რომ ვაქცინის ლიმიტირებული დოზა მიიღონ.

რას გულისხმობ ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა იხილეთ ბმულზე.