29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი - პრემიერი

პუბლიკა

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შსახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით. ეს გახლავთ აუცილებელი პირბადის ტარება, ამაზე პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო მფლობელები“,- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე დამატებით შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ინფექციის გვარცელება კონტროლს ექვემდებარება.