ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, კიდევ უფრო შეზღუდავს რუსი ტურისტების მიმოსვლას ქვეყანაში. გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდება.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნორვეგიის საზღვრის კვეთის უფლებას არ მისცემენ რუსეთის არცერთ მოქალაქეს, ვისაც ქვეყანაში შესვლა ტურისტული ან სამოგზაურო მიზნით ენდომება.
„რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მიზანი ტურიზმი და სხვა არასასურველი მოგზაურობაა, ეკრძალებათ გარე საზღვრის გავლით შესვლა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც მათზე, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა 2022 წლის გაზაფხულზე სავიზო პრაქტიკის შეზღუდვამდე აქვს, ასევე შენგენის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიან.
როგორც ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, ემილი ენგერ მეჰლი განმარტავს, შემოსვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება უკავშირდება „ნორვეგიის მხრიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უკრაინაში მიმდინარე უკანონო ომის საპასუხოდ”.
ნორვეგიამ რუსეთის ტურისტულ ვიზებზე გარკვეული შეზღუდვები პირველად 2022 წელს დააწესა.