უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

პუბლიკა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების გარდა საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ის უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ოლექსეი დანილოვის თქმით, ის თუ რა რეგულაციები ამოქმედდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ განსხვავებული იქნება რეგიონების მიხედვით. დანილოვის თქმით, დონეცკსა და ლუჰანსკში შექმნილი ვითარების გამო იქ საგანგებო მდგომარეობა ვერ გამოცხადდება.