3 141 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი | კორონავირუსის 28 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 553 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, გარდაიცვალა 20 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.28 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.92 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 751 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 438, იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 152, შიდა ქართლი – 132, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 139, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.