დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 17 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 42 235, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, PCR ტესტით – 14 810;
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,71%;
- სულ აცრილია – 418 398, დღიურად აცრილია – 13 884;
- კარანტინის რეჟიმში – 64;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5185;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1763.