Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 885 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 626 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 436 573-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.67%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 626 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 393 453-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა
- აჭარა – 601
- იმერეთი – 400
- ქვემო ქართლი – 197
- შიდა ქართლი – 155
- გურია – 93
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190
- კახეთი – 187
- მცხეთა-მთიანეთი -84
- სამცხე-ჯავახეთი – 89
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108 საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 996, აჭარაში – 762, იმერეთში – 917.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 569, აჭარაში – 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში – 185, აჭარაში – 17, იმერეთში – 18. 2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 – თბილისში, 820- აჭარაში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 622 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 334, პირი, აჭარაში – 4 433, იმერეთში – 3 139.