3 840 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი | კორონავირუსის 2 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 075  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 840  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 692   პირი, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  19.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი – 256, გურია – 153, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 390, მცხეთა-მთიანეთი – 94, სამცხე-ჯავახეთი – 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046 საიდანაც,  3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1390, აჭარაში – 366, იმერეთში – 635.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 772 პირი, მათ შორის, თბილისში – 337, აჭარაში – 105, იმერეთში – 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი,  მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 28, იმერეთში – 18.