3 842 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი | კორონავირუსის 9 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 ტესტი, მათ შორის 21 147 ანტიგენის და 12 853 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.17%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა – 474, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი – 157, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 33 218, საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 089 პირი, 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,  27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.