Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 513 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 652 505.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 961 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა
- აჭარა – 161
- იმერეთი – 753
- ქვემო ქართლი – 325
- შიდა ქართლი – 290
- გურია – 115
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271
- კახეთი – 427
- მცხეთა-მთიანეთი – 78
- სამცხე-ჯავახეთი – 95
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 763 საიდანაც: 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 392, აჭარაში – 518, იმერეთში – 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 575, აჭარაში – 132, იმერეთში – 495.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 41, იმერეთში – 31. 1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 656 – თბილისში, 182 – აჭარაში. 41 374 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 3.