პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 3 ადამიანს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ხოლო მათგან ერთი გადაყვანილია საავადმყოფოში.
პარლამენტის პლენარულ სხდომისას დარბაზში გაუშვეს სუნი, რის გამოც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და სხდომის გასაგრძელებლად დარბაზი ნიავდება.
პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ კენჭისყრა უნდა გამართულიყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან 14-ზე იურიდიულმა კომიტეტმა დადებითი რეკომენდაცია გასცა.
პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.