3 ახალი ინფიცირებულიდან ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია - პრემიერი

პუბლიკა

პრემირ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმოხილვით დაიწყო. მისი ინფორმაციით, 3 ახალინფიცირებულიდან ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ერთი კი – სატვირთო მანქანის მძღოლი.

„ის, რომ დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას, არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დავამარცხეთ. ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ, კონტროლის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ ვიქცევით“, – განაცხადა გახარიამ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 16 კი გამოჯანმრთელდა.