იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „პუბლიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში წევს სამივე. ვიცით, რომ დადასტურებულია კორონავირუსი. შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 229 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.34%-ია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.