პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით 3-დან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები.
„3-დან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები – დასვენების დღეები. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ იმისთვის, რომ მათი მობილობა არ იყოს ჩაკეტილ დღეებში და მათ შეეძლოთ გადაადგილება დაგეგმონ 2 კვირაზე ცოტა მეტი დროით. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა“, – აღნიშნა გახარიამ.
მისივე განმარტებით, 16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იქხსნება. გახაიას თქმითვე, რჩება მხოლოდ შაბათ-კვირას ის შეზღუდვები, რომლებიც ძირითადად 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდეა დაწესებული.