3 იანვარი | კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 ტესტი და ვირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 469  პირი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა;
  • აჭარა – 37;
  • იმერეთი – 71;
  • ქვემო ქართლი – 33;
  • შიდა ქართლი – 32;
  • გურია – 9;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45;
  • კახეთი – 29;
  • მცხეთა-მთიანეთი – 24;
  • სამცხე-ჯავახეთი – 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი.  ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი.