Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 002 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1026 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 381 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.11 %.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 369 048-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.11 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.79 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.28%.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში გაიზარდა 353 612-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 347 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 44, გურია – 5, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 81, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.