Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 349 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 %.
2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი იყო 1.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.3%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 541 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 194 შემთხვევა
- აჭარა – 14
- იმერეთი – 50
- ქვემო ქართლი – 9
- შიდა ქართლი – 35
- გურია – 11
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25
- კახეთი – 8
- მცხეთა-მთიანეთი – 8
- სამცხე-ჯავახეთი – 2
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 2 367 შემთხვევაა, საიდანაც 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 180, იმერეთში – 265.
ამ ეტაპზე გვყავს 247 მძიმე პაციენტი: თბილისში – 96, აჭარაში – 30, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პაციენტი, აქედან თბილისში – 63, აჭარაში- 4, იმერეთში – 11.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი: თბილისში – 107, ხოლო აჭარაში – 24.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, აქედან 2 871 თბილისში, 407 – აჭარაში, 688 იმერეთში.