„3-ში თქვენთან ერთად თბილისში ვიქნები“ - მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ბათუმშია. სააკაშვილის თქმით, ის 3 ოქტომბერს თბილისში იქნება.

„3-ში რუსთაველის გამზირი უნდა გავავსოთ და რომ ვიქნებით 100 000 კაცი, დარწმუნებული ვარ, ჩემი დამმარცხებელი ძალა არ იქნება. მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი….

მე ბოლომდე თქვენთანა ვარ, ისე კი არა, მორალურად, თქვენთან ვარ, ქუთაისში ვარ, თბილისში ვარ, თბილისში ვიქნები თქვენთან ერთად 3-ში“, – განაცხადა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარი გააკეთა. როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დილით  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ ბათუმშია.