30 აპრილიდან მატარებელი კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურშიც გაჩერდება.
საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათი ცნობით, სადგურიდან მგზავრებს აეროპორტამდე სპეციალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.