30 და 31 მაისს თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურად გაიმართება

პუბლიკა

თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი პანდემიის გამო გეგმებს ცვლის და გაზაფხულის ნაცვლად 24-27 სექტემბერს გაიმართება.

მაგრამ მანამდე, 30 და 31 მაისს ფესტივალი ვირტუალურად ჩატარდება.

„ძვირფასო წიგნის ფესტივალის გულშემატკივრებო!

ორი მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს!

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. წელს მსოფლიო პანდემიამ გეგმები შეგვაცვლევინა.

ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებსა და მონაწილეებთან შეთანხმებით, GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გადაწყვიტა, რომ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 2020 წლის 24-27 სექტემბერს.

მაგრამ, სანამ სექტემბერი დადგება, გადავწყვიტეთ, ტრადიციულ დროს მაინც შევიკრიბოთ, ოღონდ, ამჯერად ონლაინ სივრცეში.

30 და 31 მაისი – თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი!

თქვენ გელოდებათ განსაკუთრებული პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა შესანიშნავი ფასდაკლებებით!

მისამართი – Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

დეტალური ინფორმაცია – სულ მალე!“ – ვკითხულობთ ფესტივალის განცხადებაში