დღეს, 30 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1494.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით.
StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 225893 , ბოლო 24 საათში – 1738
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 210445 , ბოლო 24 საათში – 1494
- მათ შორის გარდაცვლილი – 2481, ბოლო 24 საათში – 38
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7074, PCR ტესტით – 7118
- კარანტინის რეჟიმში – 389
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5480
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1223