30 გარდაცვლილი და 1132 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 26 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, ბოლო 24 საათში ქვეყენაში კორონავირუსის 1132 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2956  პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 20798 კვლევა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,44%, ბოლო 14 დღის – 6,49%, ბოლო 7 დღის – 6,04%;

სულ ჩატარდა – 1 742 547 აცრა, დღიურად აცრილია – 12 402;

კარანტინის რეჟიმში – 45, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 602, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 840.