30 მაისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.