ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი, გარდაიცვალა 37. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
დღევანდელი განახლებული სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 135584 , ბოლო 24 საათში – 3216
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 113986 , ბოლო 24 საათში – 3937
- მათ შორის გარდაცვლილი – 1267 , ბოლო 24 საათში – 37
- კარანტინის რეჟიმში – 2104
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6383
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 3857