300-ლარიანი დახმარებისთვის განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეებს ახსენებს, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება.

როგორც შემოსავლების სამსახური ამბობს, მათ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით 121 647 განაცხადია რეგისტრირებული. უწყების თქმითვე, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

„კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ვიდეოინსტრუქცია ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

აქვე გთავაზობთ, იხილოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.