300 ლარზე მეტი ღირებულების გზავნილის ფოსტით მიღებაზე დამატებითი გადასახადი დაწესდა

პუბლიკა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზოგი სერვისის მომსახურების საფასური გაიზარდა, ზოგ სერვისზე კი ახალი გადასახადი დაწესდა.

ცვლილებების მიხედვით, მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება დგინდება საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის გაფორმებაზე და საფასურის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;
  • 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი.
  • 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე შემუშავებული ცვლილებები 14 მაისიდან ამოქმედდება.

ვრცლად ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.