დაახლოებით სამასმა ჯარისკაცმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ნებაყოფლობით მიატოვა უკრაინასთან ომი და სამშობლოში დაბრუნდა, – ამის შესახებ გამოცემა UNIAN ოს ბლოგერზე, ალიკ პუხაევზე დაყრდნობით წერს.
„დღეს 300-მდე ჯარისკაცი (ძირითადად ეთნიკური ოსი) რუსული სამხედრო ბაზიდან საკუთარი ნებით დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში, რადგან ჩათვალეს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, სასიკვდილოდ სწირავდნენ”, – წერს პუხაევი ტვიტერზე.
ოსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი თავის ტელეგრამ არხში წერს, რომ არავის აქვს უფლება გაკიცხოს უკან დაბრუნებული მებრძოლები.