აუტიზმის თერაპიის პროგრამის დაფინანსების სისტემის შეცვლის მოთხოვნით, 300-მდე ქცევითი თერაპევტი თბილისის მერ კახი კალაძესთან შეხვედრას მოითხოვს.
ინფორმაციას „სოლიდარობის ქსელი“ ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თერაპევტებს დღეს ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ და არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ სახელმწიფოსგან (მაგ. უფასო ან ფასდაკლება ტრანსპორტზე).
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ თბილისის მერია ახორციელებს.