300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირდენენ, ყველამ მსუბუქად გადაიტანა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების 300 შემთხვევაა დადასტურებული.

„არასდროს უარვყოფთ, რომ არც ერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს. მათ შორის, „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79%-იანი დაცვა, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ აცრილზე ინფექცია წავა ძალიან, ძალიან მსუბუქად. რაც დღეს გამოიყენება, იმ ვაქცინების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სერიოზულად ამცირებენ ორი აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, სიკვდილიანობას. ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდენენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.