საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბრის ღამეს, გამონაკლისის სახით, მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და მოქალაქეები 21:00-დან 05:00-მდე შუალედში გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ. გამონაკლისი ასევე დაიშვება შობის, 6 იანვრის ღამესაც.
„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – აღნიშნა 22 დეკემბერს ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრეზიდენტმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც მოსახლეობას შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა გააცნო.