31 მაისი | კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა, 16 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 207 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი, გარდაიცვალა 16 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა – 43, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 6, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.