31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა

პუბლიკა

31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. როგორც მისი მეუღლე „ტვ პირველის“ ეთერში ჰყვება, ორსული ქალი ბათუმში ადგილის არარსებობის გამო ქუთაისში კვირას გადაიყვანეს, გუშინ საღამოს კი მდგომარეობა დამძიმდა და ნაყოფი დაიღუპა. ქალის მეუღლე აცხადებს, რომ პაციენტის თბილისში გადმოყვანა ადგილის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. მისი თქმით, დღეს ერთი თავისუფალი ადგილი გამოჩნდა, თუმცა ექიმების რჩევით პაციენტის გადაყვანა სარისკოა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, სტაბილური.

„თავიდან არ იყო საჭიროება გადაყვანის, ოჯახის ექიმი ბინაზე მიხედავსო, თუმცა მერე დამძიმდა სიტუაცია , 39-ზე ტემპერატურა რომ აუვიდა, კვირა ღამით გადმოვიყვანეთ უკვე ქუთაიში, ბათუმმა აღარ მიიღო მაგ დროს. სტაბილური პაციენტიაო, მძიმედ არ ითველბაო რასაც მეუბნებოდნენ, გუშინ დილასაც სტაბილური პაციენტი იყო და გუშინ საღამოს 8 საათზე უკვე კატასტროფულად შეიცვალა, სისხლის საერთო ანალიზში D დიმერი დილით იყო 400-ზე ჩამოსული და საღამოს უკვე 39 000-ზე, 8 საათზე დაიღუპა ნაყოფი, გუშინდელს მერე ვარკვევთ ადგილი არ არის, დღესაც ერთი ადგილი გამოჩნდა, თუმცა გვეუბნებიან რომ ამ ეტაპზე სარისკოა გადმოყვანა, ბუნებრივი გზით იმშობიაროს მანდ და მერე გადმოიყვანეთო, აქ კიდევ ყველაფრისგან თავს იზღვევენ, რომ ბუნებრივი გზით მშობლიარობას შესაძლოა მოყვეს სისხლდენა და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.“