31 მარტს ყველა ერთად აღვნიშნავთ დღეს, როცა უარი ვუთხარით ოკუპაციას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე ვიდეო მიმართვას ავცელებს.

„მოგესალმებით იმ ქვეყნიდან, რომელიც მხარს გვიჭერს განუწყვეტლად, ჩვენი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ყველა რთულ პერიოდში.

ქვეყნიდან, რომელიც როცა ჩვენ გამოვაცხადებთ რეფერენდუმი და  დავამტკიცეთ დამოუკიდებლობა, თავად ატარებდა თავის რეფერენდუმს და ერთობლივად შეუდექით დამოკიდებელ გზას.

ამიტომ მინდოდა, რომ ყველას აქედან მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით  და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, უარი ვუთხარით საბჭოთა დროს და კი უთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენ ევროპულ მომავალს”. – ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ბალტიის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან დღეს ლიეტუვის პარლამენტს სიტყვითაც მიმართა.