დღეს წავშალეთ 39 Facebook-ის ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში, როგორც საქართველოს შიდა ამბებზე ორიენტირებული, ორგანიზებული ქსელი, – ამის შესახებ ინფორმაციას facebook ავრცელებს.
„ამ აქტივობების უკან მოქმედი ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (ზოგიერთი მათგანი აქამდეც დაბლოკა ჩვენმა ავტომატურმა მომიშავე სისტემამ), რომელთა მეშვეობითაც ზრდიდნენ თავიანთ კონტენტზე ჩართულობას და მართავდნენ გვერდებს. ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაგამოცემები. ამ გვერდების ადმინისტრატორები და ყალბი ანგარიშის მფლობელები ძირითადად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე: არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, საჯარო მოხელეებზე, აკრიტკებდნენ ოპოზიციასა და აქტივისტურ ჯგუფებს. ეს პირები მალავდნენ თავიანთ ვინაობას.
ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები ქართულ სარეკლამო კომპანია „პანდასთან” და „ქართული ოცნების” მთავრობასთან დააკავშირა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანიის განცხადებით, ამ facebook -ანგარიშებიდან რეკლამისთვის დახარჯულია 316 000 დოლარამდე.