36 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რუსული კანონი.
„ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც უმაღლესმა კომისარმა გამოხატა საქართველოს ბოლოდროინდელ განვითარებაზე, კონკრეტულად, ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე.
ეს კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
კანონი გამიზნულია მედიამაუწყებლებზე, უფლებადამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მსუსხავი ეფექტისთვის და მათი ხმის გაჩუმებაზე.
კანონი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების უგულებელყოფით მიიღეს და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტებისა, არაერთგზის მოწოდებისა, თავი შეიკავონ კანონმდებლობის წინსვლისგან.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, შეწყვიტოს კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.
სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულების, ჭეშმარიტი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენისადმი მდგრადობის უზრუნველყოფას ეხმარება.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.
ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ალბანეთი
- ავსტრია
- ბელგია
- ბულგარეთი
- კანადა
- ხორვატია
- კვიპროსი
- ჩეხეთის რესპუბლიკა
- დანია
- ესტონეთი
- ფინეთი
- საფრანგეთი
- გერმანია
- საბერძნეთი
- ისლანდია
- ირლანდია
- იტალია
- ლატვია
- ლიხტენშტაინი
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- მალტა
- მონაკო
- მონტენეგრო
- ნიდერლანდები
- ნორვეგია
- პოლონეთი
- პორტუგალია
- რუმინეთი
- სლოვენია
- ესპანეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- უკრაინა
- დიდი ბრიტანეთის სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია
- ამერიკის შეერთებული შტატები