37 გარდაცვლილი და 4774 ინფიცირებული - კორონავირუსის 12 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1623 პაციენტი, გარდაიცვალა 37 ადამიანი.

ჩატარდა 47 723 ტესტი.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში დაფიქსირდა 1 359 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 1060, კახეთში – 617.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%.