38 გარდაცვლილი და 1698 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 24 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 1910 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 692 ტესტი.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში 518 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 325, კახეთში – 250.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო 7 დღის – 6,46%