38 გარდაცვლილი და 4 233 ახალი შემთხვევა | 4 აგვისტოს სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 934 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა – 591, იმერეთი – 518, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.