38-მა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო საერთაშორისო სასამართლოს მიმართა - ჯონსონი

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

„ამ ღამით მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. ჩვენთვის ნათელია, რომ პუტინის ეს საშინელი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება“, – დაწერა მან twitter-ზე.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნების სია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს. საქართველო ჩამონათვალში ერთ-ერთია. ალბანეთის რესპუბლიკა, ავსტრალიის თანამეგობრობა, ავსტრიის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ბულგარეთის რესპუბლიკა, კანადა, კოლუმბიის რესპუბლიკა, კოსტა რიკის რესპუბლიკა, ხორვატიის რესპუბლიკა, კვიპროსის რესპუბლიკა , ჩეხეთი, დანიის სამეფო, ესტონეთის რესპუბლიკა, ფინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, საქართველო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ისლანდიის რესპუბლიკა, ირლანდია, იტალიის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიხტენშტეინის სამთავრო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მალტის რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო, ახალი ზელანდია, პოლონეთის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვენიის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვედეთის სამეფო*, შვეიცარიის კონფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.