39 გარდაცვლილი და 3 123 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 16 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 898 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 215 პირი, გარდაიცვალა 39 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 849 090.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 918 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა – 243, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 211, გურია – 88, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 214, კახეთი – 160, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.