4 009 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი | კორონავირუსის 28 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 107 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 009  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 647 878-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი –  1 502 შემთხვევა
  • აჭარა – 105
  • იმერეთი – 732
  • ქვემო ქართლი – 273
  • შიდა ქართლი – 279
  • გურია – 113
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296
  • კახეთი – 523
  • მცხეთა-მთიანეთი – 69
  • სამცხე-ჯავახეთი – 92
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 468 საიდანაც: 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში – თბილისის საავადმყოფოებში – 2 392, აჭარაში – 500, იმერეთში – 1 323.

ამ ეტაპზე 1 547 მძიმე პაციენტია, რომელთაგან თბილისშია – 565, აჭარაში – 128, იმერეთში კი – 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი,  მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 36, იმერეთში – 30. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 – თბილისში, 208 – აჭარაში.

42 201 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი: თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 27 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 269 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 752 ადამიანი.