ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 53 440 ტესტი, მათ შორის 29 899 ანტიგენის და 23 541 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, გარდაიცვალა 61 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა,
- აჭარა – 164,
- იმერეთი – 766,
- ქვემო ქართლი – 225,
- შიდა ქართლი – 354,
- გურია – 137,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 333,
- კახეთი – 257,
- მცხეთა-მთიანეთი – 105,
- სამცხე-ჯავახეთი – 139,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951, საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 654 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 41 269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.