Stopcov.ge -ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 45 006 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა
- აჭარა – 495
- იმერეთი – 457
- ქვემო ქართლი – 164
- შიდა ქართლი – 199
- გურია – 147
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196
- კახეთი -158
- მცხეთა-მთიანეთი -93
- სამცხე-ჯავახეთი -53
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 716 საიდანაც: 1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 – თბილისში, 228 – აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 6.